President of Georgia

12/18/2025 | Press release | Distributed by Public on 12/18/2025 12:18

საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს „ნიკოლა ტესლას“ მუზეუმში, სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა უმასპინძლა

საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს "ნიკოლა ტესლას" მუზეუმში, სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა უმასპინძლა
18.12.2025

სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი "ნიკოლა ტესლას" მუზეუმს ეწვია.

თამარ ბაგრატიონს მუზეუმში სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა უმასპინძლა.

ნიკოლა ტესლას მუზეუმი მდებარეობს ბელგრადის ცენტრალურ უბანში, საცხოვრებელ ვილაში, რომელიც 1929 წელს ცნობილი სერბი არქიტექტორის, დრაგიშა ბრაშოვანის პროექტის მიხედვით აიგო. მუზეუმი მეცნიერებისა და კულტურის უნიკალური დაწესებულებაა, რომელშიც ნიკოლა ტესლას ნაშრომების ორიგინალები ინახება.

ფოტოგალერეა
President of Georgia published this content on December 18, 2025, and is solely responsible for the information contained herein. Distributed via Public Technologies (PUBT), unedited and unaltered, on December 18, 2025 at 18:18 UTC. If you believe the information included in the content is inaccurate or outdated and requires editing or removal, please contact us at [email protected]